ვიქტორია ნულანდი: NATO-ს კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის

NATO-ს წევრობის საკითხი დამოკიდებულია აპლიკანტ ქვეყნებსა და ალიანსის 30 წევრზე; არავის აქვს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა.

„ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მიხედვით, ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც პასუხობს NATO-ს მაღალ სტანდარტებს.

ამასთან, ნულანდის თქმით, NATO რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ აირჩევს NATO-სთვის საფრთხის შექმნის გზას. ნულანდის თქმით, NATO თავდაცვითი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ალიანსის წევრების დაცვაა.

„რაც შეეხება NATO-ს „ღია კარს“, როგორც მოგეხსენებათ, მე ჩართული ვარ ამ საქმეში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებელი ქარტიის ძირითადი პრინციპია, რომ ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც NATO-ს მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია. ასე რომ, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებიც NATO-ს წევრები გახდნენ. გვყავს ისეთები, ვისაც სურს გაწევრიანება და ბევრს მუშაობენ NATO-სთან ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მათ შორის საქართველო, უკრაინა და ა.შ.“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ასევე წაიკითხეთ: ვიქტორია ნულანდი საქართველოზე, რუსეთზე, უკრაინასა და NATO-ზე