"ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ წარიმართება", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიპლომატიის მიმართ მხარდაჭერა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ წარიმართება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი კონფლიქტის გზას თუ აირჩევს, ამერიკა, მისი პარტნიორები და მოკავშირეები მზად არიან, რუსეთს უზარმაზარი ეკონომიკური საფასური გადაახდევინონ, გააძლიერონ NATO-ს მზადყოფნა მოკავშირე ქვეყნებში და გაზარდონ უკრაინის დახმარება თავდაცვით სფეროში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ