NATO-ს და რუსეთის დიპლომატები ერთმანეთს ბოლო 18 თვის განმავლობაში პირველად შეხვდებიან.
მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე გრუშკო უხელმძღვანელებს, რომელმაც შეხვედრას რუსეთის და ნატო-ს ურთიერთობებში „გარდამტეხი მომენტი“ უწოდა.
ამასთან, ბრიუსელში ამბობენ, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე ვეტოს უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს და NATO-ს გაფართოება მხოლოდ სუვერენული ქვეყნების და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია.
ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, მოსკოვი NATO-სგან ყოვლისმომცველი პასუხის მიღებას მოითხოვს.