ჯანმო: არსებულ ვაქცინებს განახლება შეიძლება დასჭირდეს

"არსებულ ვაქცინებს განახლება შეიძლება დასჭირდეს, რათა „ომიკრონისა“ და კორონავირუსის მომავალი ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურობა უზრუნველყოფილი იყოს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა განაცხადა.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო არსებული ვაქცინების შემადგენლობის განახლება საჭირო შეიძლება გახდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინები კვლავ უზრუნველყოფენ ჯანმოს მიერ რეკომენდებული დონის დაცვას შემაშფოთებელი ვარიანტებით გამოწვეული ინფექციისა და დაავადებისგან“, - ვკითხულობთ ჯანმოს ტექნიკური ჯგუფის განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 იანვარს, ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებული ვაქცინა მარტში იქნება მზად.