აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციის მოწყობაში სდებენ ბრალს

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციის მოწყობაში სდებენ ბრალს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქალბაჯარის, ზეილიკის და თოვუზის რაიონებში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაცხრილეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. თავდაცვის უწყებაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შედეგად მესამე ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადეს.

ასევე წაიკითხეთ: სომხეთის პრემიერ-მინისტრი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად