ლატვიის პრემიერ-მინისტრი: რუსეთსა და NATO-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია

რუსეთსა და NATO-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი მსოფლიო ომი, მაგრამ NATO მზად არის ცუდი სცენარისთვის, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა.

„კარგი ამბავი არის ის, რომ დასავლური სამყარო ერთიანია და ეს ძალიან კარგია ჩვენთვის. რუსეთს და ნატო-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი მსოფლიო ომი. თუ ომი იქნება, მაშინ ნატო მზად არის“, – აღნიშნა კრიშიანის კარინშმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში NATO-რუსეთის სამიტი მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტზე: დაძაბულობა მაღალია. ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტილულად მნიშვნელოვან პერიოდში დიალოგი დროულია