ჯოზეფ ბორელი: რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს საქართველოში გააკეთა

"რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს საქართველოში გააკეთა", – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვნელი ჟოზეფ ბორელი თავის ბლოგზე წერს.

მისივე თქმით, რუსეთის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა იყოს მტკიცე, ერთიანი და ყველაზე მთავარია, რომ უნდა იმოქმედოს.

„რუსეთმა გაუგზავნა აშშ-ს და NATO-ს წინადადებები ევროპის მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებს. ორი რამ ცხადია: ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით, რომელიც განმტკიცებული იქნება კონკრეტული ქმედებებით“, – წერს ბორელი.

ასევე წაიკითხეთ:

ჯოზეფ ბორელი: უკრაინა უკვე ძალიან ახლოს არის ევროკავშირთან