ჯანმოს დირექტორი: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID19-ის 15 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID19-ის 15 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსიმ განაცხადა.

„ამ ვირუსს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისუფლად გავრცელდეს. აფრიკაში მოსახლეობის 85%-ს ჯერ კიდევ არ მიუღია ვაქცინის პირველი დოზა. თუ ამ ხარვეზს არ გამოვასწორებთ, პანდემიის მწვავე ეტაპს ვერ დავასრულებთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

ამასთან, გებრეიესუსის განცხადებით, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, რათა თითოეულმა ქვეყანამ მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციას მიაღწიოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 90 ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ვერ აღწევს 40%-ს.