პეტრო პოროშენკოს ადვოკატი: სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ნებართვა გასცა

პეტრო პოროშენკოს ადვოკატის, იგორ გოლოვანის განცხადებით, კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა.

„რატომ მალავენ გენერალური პროკურატურა და კიევის ოლქში პეჩერსკის რაიონული სასამართლო, რომ არსებობს დადგენილება პოროშენკოს სასამართლოში მიყვანის მიზნით დაკავების შესახებ, უკრაინაში დაბრუნებისთანავე, ექსპრეზიდენტი მზად არის, ნებაყოფლობით მივიდეს სასამართლოში" - ამბობს უფლებადამცველი.

ცნობისთვის, 2021 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა.

ამასთან, პეტრო პოროშენკოს პარტიაში აცხადებენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში გაემგზავრა.