საფრანგეთში ე.წ. კოვიდ პასპორტთან დაკავშირებით ზომები მკაცრდება

საფრანგეთში ე.წ. კოვიდ პასპორტთან დაკავშირებით ზომები მკაცრდება.

კერძოდ, საფრანგეთის სენატმა 249 ხმით 63-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ე.წ. კოვიდ პასპორტების შესახებ კანონის შესწორებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებით ზომები მკაცრდება.

კანონის მიხედვით, საფრანგეთის მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, რესტორნებში, ბარებში, კულტურულ ღონისძიებებზე და შორ მანძილზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორიცაა მატარებელი და თვითმფრინავი, ე.წ.კოვიდ პასპორტი წარადგინონ.

ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთის პრეზიდენტი: აუცრელ ადამიანებს ცხოვრება ძალიან გაურთულდებათ

ჯანმოს დირექტორი: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID19-ის 15 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა