თურქეთის ხელისუფლებამ სომხურ ავიაკომპანია Flyone Armenia-ს სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა

თურქეთის ხელისუფლებამ სომხურ ავიაკომპანიას, Flyone Armenia-ს სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა. სომხური ავიაკომპანია ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით იფრენს.

ამასთან, სტამბოლის მიმართულებით პირველი ფრენა 2 თებერვალს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიებმა Flyone Armenia-მ და Pegasus-მა სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტისგან არარეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღეს.