NATO-ს გენერალურმა მდივანი: რუსეთთან დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა მთავარ პრინციპებთან დაკავშირებით, კომპრომისზე არ წავალთ

"მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავალთ კომპრომისზე მთავარ პრინციპებზე, როგორიცაა ღია კარის პოლიტიკა და NATO-ს უფლება, დაიცვას ყველა მოაკავშირე", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ძალიან დაძაბული მდგომარეობის გამო, მთავარი საკითხი უკრაინა იყო, მაგრამ ასევე დისკუსიები შეეხებოდა საქართველოსაც. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ძლიერი მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ NATO-ს წევრობის საკითხი ასპირანტი ქვეყნების და მოკავშირეების გადასაწყვეტია და არავის აქვს ვეტოს ან ჩარევის უფლება. ეს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპებია. ცხადად იყო აღნიშნული, რომ მიუღებელია რუსეთის მოწოდებები NATO-ს მიმართ, რომ გაფორმდეს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება NATO-ს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოსთან, უკრაინასთან და სამომავლოდ შესაძლოა, ფინეთისთვის ან შვედეთისთვის. ეს არის მთელი იდეის დარღვევა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მომავალი. ეს პრინციპები, რა თქმა უნდა, სრულად ეხება საქართველოსაც. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავალთ კომპრომისზე მთავარ პრინციპებზე, როგორიცაა ღია კარის პოლიტიკა და NATO-ს უფლება, დაიცვას ყველა მოაკავშირე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: ჩვენი უთანხმოების გადალახვა მარტივი არ იქნება