ეუთოს თავმჯდომარე: ევროპაში ომის საფრთხე არსებობს

"არსებული კრიზისი ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოების სისტემას საფრთხეს უქმნის", - ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთოს რეგიონში ომის საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო.

„ეუთოს რეგიონში ომის საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო. არსებული კრიზისი ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოების სისტემას საფრთხეს უქმნის.

ეუთო შესაბამისი პლატფორმაა რიგი ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემების განსახილველად და ნდობის განმტკიცებასთან დაკავშირებული ზომების მისაღებად“, - აღნიშნა ზბიგნევ რაუმ.

ასევე წაიკითხეთ: ისენს სტოლტენბერგი: ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რეალური რისკი არსებობს, რომლის თავიდან აცილებასაც ვცდილობთ