კარლ ჰარცელი: პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა

„პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საკრედიტო ხაზის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. მის კომენტარს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ევროკავშირმა საქართველოსთვის covid-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის - 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეთანხმების წყალობით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა ელჩმა.