ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სანქციების გამო „უფრო ძლიერი პასუხით“ იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა უფრო ძლიერი და მტკიცე პასუხით იმუქრება მას შემდე, რაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. თუ შეერთებული შტატები განაგრძობს ასეთ კონფრონტაციულ პოზიციებს, ჩრდილოეთ კორეა იძულებული იქნება, უფრო ძლიერი და მკაფიო რეაქცია გამოავლინოს, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ბოლო დროს ჰიპერბგერითი რაკეტების გაშვება თავდაცვითი ხასიათის იყო.

12 იანვარს აშშ-მ სანქციები დააწესა მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია Parsec-ისა და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული შვიდი პირის წინააღმდეგ.

ამავე თემაზე:

ენტონი ბლინკენი: ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდები სახიფათოა

ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა