იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში მიღების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვადები არ დაუდგენია

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტა, მაგრამ ვადები არ დაუდგენია. ამის შესახებ სტოლტენბერგმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინამ უკვე მოითხოვა გაწევრიანება და ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა მისი რეფორმების მხარდაჭერით, შეიარაღებული ძალების მოდერნიზების კუთხით, რათა NATO-ს სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ალიანსის კარი ღიაა. 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, თუმცა არ გვითქვამს როდის მოხდება ეს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.