პაატა იმნაძე: არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პაციენტისთვის, „ომიკრონი“ დაემართება თუ „დელტა“

ვერც ერთი ქვეყნის ტესტირების შესაძლებლობა ვერ ეყოფა „ომიკრონს“, განაცხადა NCDC-ის დირექტორის მოადგილემ. პაატა იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, ტესტს პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე ნუ გაიკეთებენ.

„დღეს 60 000 კოვიდტესტი ჩატარდა ქვეყანაში. არ მგონია, ვერ გაუძლოს... რიგები ყველა ქვეყანაშია და შეიძლება, იყოს მაგრამ ტესტირების პრობლემა არ შეიქმნა, მარაგები არის. ვერც ერთი ქვეყნის ტესტირების შესაძლებლობა ვერ ეყოფა „ომიკრონს“.

პირველივე სიმპტომებისას ნუ გავიკეთებთ ტესტს, გადავიდეთ იზოლაციაში და მეორე-მესამე დღეს ჩავიტაროთ ტესტი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პაციენტისთვის, „ომიკრონი“ დაემართება თუ „დელტა“. შეიძლება „დელტა“ დაემართოს და მსბუქად წავიდეს, შეიძლება - „ომიკრონით“ დაინფიცირდეს და მძიმედ დაავადდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ "ტვპირველის" ეთერში.

კითხვაზე, შეიძლება პაციენტს აინტერსებს, რადგან მისი სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იცის, რომ „ომიკრონი“ უფრო მსუბუქია, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში ქვეყანას ვერ დაასახელებს ვერავინ, სადაც პაციენტის ინტერესის დაკმაყოფილებისთვის სეკვენირებას გაუკეთებენ, რომლის პასუხიც 5 დღის მერე იქნება და თითო ანალიზი 200 დოლარი დაჯდება.

რაც შეეხება ესპანეთის მაგალითს, სადაც „ომიკრონს“ ჩვეულებრივ გრიპად განიხილავენ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ესპანეთში 85%-ია მოცვა ვაქცინაციის.

„საქართველოში რომ 85% იყოს აცრილი, პირველი ვიტყოდი, რომ აღარ გვჭირდება შეზღუდვები. 40%-ია აცრილი, თუ დავამატებთ კოვიდგადატანილებს, სადღაც 70%-მდეა კორონავირუსისადმი იმუნური.

ეს იმ ფონზე, როდესაც „ომიკრონი“ ემართება აცრილსაც და კოვიდგადატანილსაც. ორჯერ აცრილებში ის ძალიან მსუბუქად მიდის, სამჯერ აცრილებში 70%-მდე ადის დაცვა, თუ აცრილებს დაემართებათ, დაავადება მსუბუქად წავა. ამიტომ, თუ არ გვინდა, ზვავივით წამოვიდეს „ომიკრონი“, მაქსიმალურად უნდა ავიცრათ, ასევე გავიკეთოთ პირბადე, რომელიც ძალიან ეფექტურად იცავს „დელტასგან“, „ომიკრონისგან“ და გრიპისგანაც.

ეს ბიზნესისთვისაც პრობლემა იქნება, ნიუ-იოკრში მეტრო გაჩერდა თანამშრომელთა ინფიცირების გამო. სამედიცინო პერსონალიც ხომ ცუდად გახდება, ექიმების 85% აცრილია, მაგრამ ექთნების 50% სამწუხაროდ არ არის აცრილი, კიდევ უფრო ცოტაა მოცვა დაბალ სამედიცინო პრესონალში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, აცრილები ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა რეანიმაციაში არ მოხვდება.