ტოკიოს უნივერსიტეტში დანით შეიარაღებული აბიტურიენტი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს

ტოკიოს უნივერსიტეტში დანით შეიარაღებული აბიტურიენტი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტმა დანა ამოიღო და ადამიანებს დაესხა თავს: დაჭრილები არიან 70 წლის კაცი და ორი აბიტურიენტი.

ამ დროისთვის, 17 წლის თავდამსხმელი დაკავებულია.