მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ მელბურნში ჩავიდა, კვლავ მიგრანტების მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა პირველად მელბურნში ჩასვლისთანავე გაუუქმდა, ავსტრალიის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მან „ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება“, რომელიც ვაქცინაციისგან გაათავისუფლებდა.
ჩოგბურთელმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო ცენტრში, სასტუმროში გაატარა. 10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მესაზღვრეებმა პროცედურები უგულვებელყვეს.
ასევე წაიკითხეთ: სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ იზოლაციის წესები დაარღვია