ვაშინგტონში რუსეთის საელჩო აშშ-ის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

რუსეთის საელჩო უსაფუძვლოს უწოდებს აშშ-ის ბრალდებებს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მოვუწოდებთ აშშ-ის რუსული მხარის მიერ შეთავაზებული შეთანხმებების პროექტების საფუძველზე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად საგნობრივი მუშაობისკენ“, – აღნიშნულია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა.მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.

ასევე წაიკითხეთ: პენტაგონის ხელმძღვანელმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები განიხილეს