ჟოზეფ ბორელი: „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე

"გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე", – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ამ ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება ასევე დამოკიდებული იქნება უკრაინაში მოვლენების განვითარებაზე და რუსეთის დამოკიდებულებაზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ ჩვენ ერთი მხრივ, ვფიქრობთ სანქციების დაწესებაზე და მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის გახსნაზე. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია უკრაინაში სამხედრო სიტუაციაზე. ეს ცხადია“, – განაცხადა ბორელმა.

ასევე წაიკითხეთ: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აშშ-ის სენატში მხარი არ დაუჭირეს