საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი კრისტიან ტობირა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ლიონში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

2012-2014 წლებში ის ჟან-მარკ ეიროს მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი თანამდებობა მანუელ ვალსის მთავრობაშიც შეინარჩუნა (2014-2016).

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ორ ეტაპად, 10 და 24 აპრილს გაიმართება.

ამასთან, კანდიდატურის წარდგენა პრეტენდენტებს მარტის დასაწყისამდე შეუძლიათ.