ამაზონის ტყეში, შვილმა ზურგზე შესმული ასაკოვანი მამა კოვიდვაქცინაციისთვის საათობით ფეხით ატარა

ამაზონის ტყეში მცხოვრები ტომის წევრები კოვიდვაქცინაციისთვის საათობით მანძილს ფეხით გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შვილს ზურგზე შესმული ასაკოვანი მამა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად მიჰყავს - ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში გადაღებული ფოტო ვირუსულად გავრცელდა და ერთ-ერთ ყველაზე შორ რეგიონში ვაქცინაციასთან დაკავშირებული რთული ლოჯისტიკის სიმბოლო გახდა.

ექიმის მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს 24 წლის ტავი, რომელსაც ხელში უჭირავს 67 წლის ვაჰუ, მას შემდეგ რაც ორივეს ვაქცინის დოზები გაუკეთეს. მათ ვაქცინაციის პუნქტამდე მისასვლელად ტყეში ფეხით საათობით სიარული მოუწიათ.

ამასთან, მამა-შვილი ზო'ე-ს ძირძველ საზოგადოებას მიეკუთვნებიან, რომელსაც დაახლოებით 325 წევრი ჰყავს. ისინი შედარებით იზოლირებულად ცხოვრობენ ათობით სოფელში.

ცნობისთვის, აღნიშნული სურათი 2021 წლის იანვარშია გადაღებული. ბრაზილია პანდემიით ​ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში.