ისრაელში, "ომიკრონის" ქვევარიანტი BA2-ის სულ მცირე 20 შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში "ომიკრონის" შტამის ქვევარიანტი აღმოაჩინეს, გამოვლენილია სულ მცირე 20 უცნობი შემთხვევა ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელში აღმოჩენილია კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის ქვევარიანტის რამდენიმე შემთხვევა.

როგორც ცნობილია, BA2 უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ქვეყანაში და ატარებს დამატებით მუტაციებს, იმ მუტაციების გარდა, რომლებსაც "ომიკრონი" ფლობს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.