პეტრო პოროშენკო: ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, მომავალ არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შემიშალოს

"ჩემს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებით ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, მომავალ არჩევნებში მონაწილეობაში შემიშალოს ხელი, ვინაიდან მისი მთავარი კონკურენტი ვარ", - ამის შესახებ Politico-სთან ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

„მე ვარ ოპოზიციის ლიდერი და ყველაზე დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მაქვს. მე ვარ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი და ადამიანი, რომელმაც პუტინთან ბრძოლით საკუთარ გუნდთან ერთად უკრაინა ყველაზე რთულ დროს გადაარჩინა. მე შევქმენი უკრაინული ჯარი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც უკრაინა ევროკავშირს დაუახლოვა. მე შევიტანე უკრაინის კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსი. პუტინი ჩემი მტერია და უკრაინის მტერია. ახლა ვხვდები, რომ პუტინი ევროპის და მთელი თავისუფალი სამყაროს მტერია“, - განაცხადა პოროშენკომ.

ამასთან, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება

ცნობისთვის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, 2021 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა.

ასევე წაიკითხეთ: პეტრო პოროშენკოს ადვოკატი: სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ნებართვა გასცა