კახა კალაძე: შენობებში, რომლის დემონტაჟიც მოხდა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ

"იმ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

"ეს არ იყო საცხოვრებელი სახლები, ეს იყო მშენებარე შენობა-ნაგებობები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები. იმ შენობებს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ არავინ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ აქვთ დატაცენული მიწები და უკანონოდ აქვთ აშენებული სახლები" - აღნიშნა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

თბილისის მერია აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ნაგებობის დემონტაჟი უკანონო მშენებლობებს უკავშირდება.