უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ სამთავრობო ვებგვერდებზე განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას.
უწყების განცხადებით, მოსკოვი განაგრძობს ჰიბრიდულ ომს და აქტიურად ზრდის ძალებს საინფორმაციო და კიბერსივრცეში.
„ხშირად რუსეთის კიბერძალები აშშ-ისა და უკრაინის წინააღმდეგ მუშაობენ და პოლიტიკური ვითარების შერყევას ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობენ. ბოლო კიბერთავდასხმა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, უკრაინის სამინისტროებზე მასშტაბური კიბერშეტევა 14 იანვარს განხორციელდა.
იენს სტოლტენბერგი უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებს მკაცრად გმობს