თებერვლის დასაწყისიდან, ავსტრიაში 18 წელს გადაცილებულებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალდებულო იქნება. 15 მარტიდან დაიწყება მონიტორინგი აღსრულებაზე, ვალდებულების დარღვევისთვის კი ჯარიმა 600 ევრომდე იქნება, ზოგიერთ შემთხვევაში მაქსიმალური ჯარიმა შეიძლება, 3600 ევრომდე იყოს.
გამონაკლისი შეეხებათ 18 წლამდე ადამიანებს, ორსულებს და მათ ვისი ვაქცინაციაც შეიძლება, დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის რისკებთან.
გამოჯანმრთელებულების შემთხვევაში გამონაკლისი ძალაშია 180 დღის განმავლობაში, კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემდეგ.
დასავლეთ ევროპისთვის, ავსტრიაში ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. 8,9 მილიონიანი მოსახლეობის 71,6 პროცენტი სრულ ვაქცინირებულად ითვლება.
ევროპის ქვეყნებში COVID19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა
ავსტრიაში არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები ამოქმედდება
ავსტრიაში დღეიდან სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდა