უცხოური მედია: ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, მოკლე მანძილზე მოქმედი ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, მოკლე მანძილზე მოქმედი ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვების ფაქტს სამხრეთ კორეა და იაპონია ადასტურებენ.

მიმდინარე თვეში ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული მეოთხე სარაკეტო გამოცდაა. სამხრეთ კორეის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდო ბალისტიკური რაკეტები ფხენიანის აეროპორტიდან ისროლა, რომლებმაც 42 კილომეტრის სიმაღლეზე 380 კილომეტრის მანძილზე იფრინეს.

ამასთან, იაპონიის მთავრობამ რაკეტების გაშვება დაგმო და რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოების საფრთხე უწოდა.

ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სანქციების გამო „უფრო ძლიერი პასუხით“ იმუქრება