„რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, მაიკლ მაკკოლის თქმით, ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა. ამის შესახებ კონგრესმენმა Twitter-ზე დაწერა.
„ვერ ვხედავ შეკავებას. მე ვხედავ მკაცრ რიტორიკას, თუმცა ვერ ვხედავ ბევრ ქმედებას. უნდა ვისაუბროთ იარაღის მეტ გაყიდვაზე, უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე“, - წერს კონგრესმენი.
ამასთან, მაიკლ მაკკოლმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა ძალა უნდა გამოაჩინოს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ავღანეთიდან ძალები გაიყვანა და თალიბებმა ქვეყანაზე სწრაფად აიღეს კონტროლი.
ცნობისთვის, ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულებულია.
ქაბულის აეროპორტიდან ქვეყანა აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა გეგმის შესაბამისად დატოვეს, რაც 31 აგვისტომდე პროცესის დასრულებას ითვალისწინებდა და როგორც ეს მანამდე განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ავღანეთი ჯარებით და დანარჩენი ძირითადი დიპლომატიური თანამშრომლებით დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. იუწყება პენტაგონი. მსოფლიო მედია აღნიშნავს, რომ ამით ყველაზე გრძელვადიანი, 20-წლიანი ომი ავღანეთში დასრულდა.
აქვე მიუთითებენ იმაზე, რომ ეს პირველი შემთხვევაა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, როდესაც შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს არ ჰყავთ ჯარები ადგილზე.
ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაცია უაღრესად წარმატებული იყო