საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებულები 100 ევროთი დაჯარიმდებიან

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული ადამიანები ყოველთვე 100 ევროთი დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, მთავრობის მონაცემებით, საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული პირების 90 პროცენტი სრულად არის აცრილი, ან აცრის გასაკეთებლად ჯავშანი აქვს აღებული. დარჩენილია დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, რომლებიც დაჯარიმდებიან.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ასევე წაიკითხეთ: საბერძნეთში კოვიდვაქცინით აცრა 60 წელს გადაცილებულებისთვის სავალდებულო იქნება