ჯანდაცვის მინისტრი: რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ

ჯანდაცვის ახალმა მინისტრს დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, უვადო პასპორტებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.

მისი თქმით, „ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

„აქტიური შემთხვევების 4% შეიძლება, მოხვდეს ჰოსპიტალში, აქედან გამომდიარე, პროცესს სრულად ვმართავთ. მობილიზებული მედიკოსები და საწოლფონდი გაცილებით მეტია, ვიდრე თეორიულად დაგვჭირდეს“. ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ამ ავადმყოფებს ბინაზეც ვუმკურნალებთ, ჰოსპიტალშიც და ყველა საჭირო მედიკამენტი და შესაძლებლობა გვაქვს ადგილზე, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტი პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა.

„იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ამავე თემაზე

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უვადო "მწვანე პასპორტის“ საკითხზე საბჭოსთან ერთად ახალი მინისტრი იმსჯელებს

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ უვადო „მწვანე პასპორტებს“ მხარს არ უჭერს

ეკატერინე ტიკარაძე უვადო მწვანე პასპორტზე: სამეცნიერო პრაქტიკაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ