აბუ-დაბის ერთ-ერთ სამრეწველო ზონაში აფეთქება მოხდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბის ერთ-ერთ სამრეწველო ზონაში აფეთქება მოხდა. ინციდენტს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 6 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, სამი სატრანსპორტო საშუალება აფეთქდა, რომელიც ნავთობპროდუქტებს შეიცავდა.

„მცირე ზომის საფრენი აპარატის ნაწილები აღმოვაჩინეთ, რომელიც შესაძლოა დრონი იყოს, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია“, - განაცხადეს აბუ-დაბის პოლიციაში.

ამასთან, იემენის ტერიტორიაზე მოქმედმა გასამხედროებულმა დაჯგუფება „ანსარ-ალაჰმა“ (ჰუსიტები) განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა და უახლოეს საათებში განცხადებას გააკეთებს.