აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ბილ ბერნსი გასულ კვირაში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინის სპეცსამსახურები ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებთანაც რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკები განიხილა. შექმნილი ვითარება და დაძაბულობის დეესკლაციის ძალისხმევა ბერნსმა ზელენსკისთანაც განიხილა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში პენტაგონისა და თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს.