მექსიკელი ჟურნალისტი საკუთარ სახლთან მოკლეს

მექსიკის ქალაქ ტიხუანაში მექსიკელი ჟურნალისტი საკუთარ სახლთან მოკლეს.

49 წლის ფოტორეპორტიორ მარგარიტო მარტინესს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს.

ამასთან, მარტინესი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტიხუანაში რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებისთვის მუშაობდა და ქალაქში კრიმინალსა და ძალადობას აშუქებდა.

„ის ბოლო დროს დაცვის პროგრამით სარგებლობდა, რადგან მუქარები მიიღო“, – აღნიშნა ჟურნალისტმა, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა.

ცნობისთვის, უფლებადამცველების მონაცემებით, 2000-2021 წლებში მექსიკაში 145 ჟურნალისტი მოკლეს, აქედან შვიდი გასულ წელს.