ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რობერტა მეცოლას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.
„ვულოცავ რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტობას. ევროპარლამენტი არის ჩვენი ევროპული დემოკრატიის გულისცემა. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას“, – მიმართავს შარლ მიშელი რობერტა მეცოლას.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის წინა პრეზიდენტი დავიდ სასოლი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.