აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩეველი, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ჯერ ზედმეტად ადრეა იმის თქმა, არის თუ არა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პანდემიის ბოლო ტალღა.
„ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა. თუმცა ეს ასე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ კიდევ ერთ ვარიანტს, რომელიც წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს აარიდებს. ის კვლავ დარჩება , თუმცა დარჩება ისეთ დონეზე, რაც არ აფერხებს საზოგადოებას. ამ დაავადების სრულად აღმოფხვრა ვერ მოხდება. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ის იქნება იმდენად დაბალ დონეზე, რომ არ დაარღვევს ნორმალურ სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებს“, – განაცხადა ფაუჩიმ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.