NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრები და რუსეთი ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით NATO-რუსეთის საბჭოზე შეხვედრების ჩასატარებლად მიიწვია.
იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, გამართოს რუსეთთან დისკუსიები სამხედრო წვრთნებთან, შეიარაღების კონტროლთან, განიარაღებასთან და ბირთვულ გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით.
„კონფლიქტის რისკი რეალურია. NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს დეესკალაციისკენ და ნებისმიერ შემდგომ აგრესიას მოსკოვისთვის მაღალი ფასი ექნება. NATO არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ ემუქრება რუსეთს და არც ერთ სხვა ქვეყანას“, – თქვა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაიმართა NATO-რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე.