აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 18-20 იანვარს უკრაინას და გერმანიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
„სახელმწიფო მდივანი ბლინკენი კიევსა და ბერლინს ეწვევა. 19 იანვარს, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება, რათა განამტკიცოს აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს, რათა წარუდგინოს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაწერილი გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი მოვლენების შემდგომი ესკალაციის გზას აირჩევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯეიკ სალივანის თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საფრთხე მაღალია და აშშ და ევროპელი მოკავშირეები მზად არიან ნებისმიერი სიტუაციისთვის.