„ომიკრონი“ მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს. გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მისივე თქმით, საერთო ჯამში „ომიკრონი“ შესაძლოა, ნაკლებად მძიმე იყოს, თუმცა ნარატივი, რომ ეს მსუბუქი ვარიანტია, არასწორია.
„სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დროისთვის სტაბილური რჩება, თუმცა ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ზემოქმედებით, რომელსაც „ომიკრონი“ ახდენს ჯანდაცვის მუშაკებსა და ჯანდაცვის გადატვირთულ სისტემებზე. განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ უამრავ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია. ადამიანები უფრო დაუცველნი არიან მძიმე დაავადებისა და სიკვდილის საფრთხის წინაშე, თუ ისინი ვაქცინირებულნი არ არიან“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.