ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პრობლემური საკითხების განსახილველად თურქეთში მიიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პრობლემური საკითხების განსახილველად თურქეთში მიიწვია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ანკარა მზადაა, უზრუნველყოს მოლაპარაკებების პლატფორმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის.

„არ არსებობს სწრაფი გადაწყვეტილებები ამ ტიპის დიდი, გრძელვადიანი გეოპოლიტიკური საკითხებისთვის, რადგან, დიახ, ეს ეხება უკრაინას. მაგრამ სხვა გაგებით, ეს არის ბევრად უფრო დიდი საკითხი, ბევრად უფრო დიდი რამ დევს აქ სასწორზე. თურქეთი ხელმისაწვდომია ნებისმიერი როლისთვის დაძაბულობის შესამცირებლად რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც თურქეთი, როგორც რუსეთის და უკრაინის მეგობარი ქვეყანა, მაგრამ ასევე როგორც NATO-ს მოკავშირე“, – განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.

ასევე წაიკითხეთ:

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია