უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა და 127 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მიმართულებაზე რუსული საარმიო ნაწილების სახმელეთო ჯარების შემადგენლობა 106 000 ჯარისკაცს მოიცავს, რასაც ემატება საზღვაო და სახმელეთო კომპონენტი.

„რუსეთს საზღვრებზე გადაჰყავს შეიარაღების მარაგი, საველე საავადმყოფოები და გადაჰყავს უსაფრთხოების სამსახურები. რუსეთი მხარს უჭერს 35 000-ზე მეტ მეამბოხეს აღმოსავლეთ უკრაინაში და ჰყავს დაახლოებით 3 000 საკუთარი სამხედრო მოსამსახურე მეამბოხეების ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა დასავლეთ საზღვრებზე ჯარები ცენტრალური და აღმოსავლეთის რეგიონებიდან გრძელვადიანი პერსპექტივით განათავსა.

ასევე წაიკითხეთ:

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია