"რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის ჯარების მობილიზაცია ყოველგვარი პროვოკაციის და მიზეზის გარეშე ხდება.
„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გეგმები უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გაზრდის შესახებ, ეს პრეზიდენტ პუტინს აძლევს შესაძლებლობას, ასევე ძალიან მოკლე დროში, განახორციელოს შემდგომი აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში ჩავიდა