აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია რეაქციის გარეშე დარჩება, ეს მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შერყევას გამოიწვევს

თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია რეაქციის გარეშე დარჩება, ეს მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შერყევას გამოიწვევს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, რუსეთს გავლენის სფეროები სურს. თუ ამას დაუსჯელად დავტოვებთ, პანდორას დიდ ყუთს გავხსნით.

„უამრავი ამერიკელი კითხვას სვამს, რატომ ვართ ასე ფოკუსირებული უკრაინაზე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, უკრაინა მნიშვნელოვანია, ჩვენ წლების განმავლობაში მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, თუმცა ის, რაც ხდება, გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინა.

ხდება ის, რომ ერთი ქვეყანა, კერძოდ რუსეთი, თავისი ქმედებებით ამბობს, რომ ძალის გამოყენებით თავისი მეზობლების საზღვრების შეცვლა შეუძლია, მეზობლების ნაცვლად შეუძლია გადაწყვიტოს, როგორი უნდა იყოს მათი გადაწყვეტილებები, ვისთან შეუძლიათ კავშირი ჰქონდეთ. რუსეთს გავლენის სფეროები სურს. თუ ამას დაუსჯელად დავტოვებთ, პანდორას დიდ ყუთს გავხსნით. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. სხვა ავტოკრატიული ქვეყნები იტყვიან: „ჩვენს ასე გავაკეთებთ“. ეს იქნება კონფლიქტის, ქაოსის, ადამიანური ტანჯვისა და დემოკრატიის შერყევის რეცეპტი. ამიტომაც არის ეს მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე წაიკითხეთ:

ენტონი ბლინკენი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს