ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს, გენერალ აჰმედ ნასერ ალ-რაისის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ წაყენებულ ბრალდებაზე არ ვრცელდება დიპლომატიური იმუნიტეტი, რომლითაც ინტერპოლის ხელმძღვანელები 2008 წლიდან სარგებლობენ.

ცნობისთვის, აჰმედ ნასერ ალ-რაისი 1980 წლიდან აბუ-დაბის პოლიციაში მსახურობდა, 2005 წლიდან პოლიციის ცენტრალური ოპერაციების გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი არაბთა გაერთიანებული საამიროების შსს-ს გენერალური ინსპექტორი იყო.

ინტერპოლის პრეზიდენტად ალ-რაისი 2021 წლის ნოემბერში აირჩიეს.