პეტრო პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

კიევში, პეჩორის რაიონულ სასამართლოსთან უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერებს არ მისცა საშუალება, გათბობის მიზნით ცეცხლის დასანთებად კასრები დაედგათ.

ცნობისთვის, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. თავად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს.

ასევე წაიკითხეთ:

სასამართლო პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს