სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პირადი თავდებობით გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პირადი თავდებობით გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, სასამართლომ პეტრო პოროშენკოს პირველი მოთხოვნისთანავე სასამართლოში ან დაკითხვაზე გამოცხადების ვალდებულება დაუწესა. გარდა ამისა, სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზისდენტს პასპორტის ჩაბარება დაავალა.

ცნობისთვის, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. თავად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს.

ასევე წაიკითხეთ:

პეტრო პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა