რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს

NATO-ს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რიაბკოვმა მოუწოდა ვაშინგტონს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა უკრაინას მინსკის შეთანხმების შესრულება აიძულოს.

„მოსკოვი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას დაემუქრება. ჩვენ მხოლოდ ვატარებთ წვრთნებს და ვაწარმოებთ ჯარების რეგულარულ გადაადგილებას საკუთარ ტერიტორიაზე. ასე ვაპირებთ მოქმედებას მომავალშიც. ნატოს გაფართოებაზე გარკვეული ვადით დაწესებული მორატორიუმი რუსეთისთვის მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება იურიდიულად გაფორმებული სამართლებრივი გარანტიები: ორმხრივი შეთანხმების ფორმით აშშ-თან და მრავალმხრივი შეთანხმების ფორმით - NATO-სთან“, - აცხადებს სერგეი რიაბკოვი.

ასევე წაიკითხეთ:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინას, საქართველოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი, გახდნენ NATO-ს წევრები