გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გაეროში მუშაობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიის მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო საუბარი გამართა და განაცხადა, რომ შეთავაზებაზე უარს ამბობს.
ცნობისთვის, მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 16 წლის განმავლობაში იკავებდა. ის 2021 წელს ამ თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატმა ოლაფ შოლცმა შეცვალა.