ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება უკრაინის არმიის შესაძლებლობებს ზრდის

"აშშ-ის დახმარება გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული გეგმების მიმართ, რაც შეეხება უკრაინის NATO-ს ალიანსში გაწევრიანებას", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება უკრაინის არმიის შესაძლებლობებს ზრდის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტ ბაიდენს და აშშ-ის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, ამ დახმარების გაზრდისთვის, იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენ უკვე ვიღებთ და მხარდაჭერისთვის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება. ეს დახმარება არა მხოლოდ გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული გეგმების მიმართ, რაც შეეხება უკრაინის NATO-ს ალიანსში გაწევრიანებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ზრდის ჩვენი არმიის დონეს და ჩვენი არმიის რესურსების შესაძლებლობებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე წაიკითხეთ:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია რეაქციის გარეშე დარჩება, ეს მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შერყევას გამოიწვევს

ენტონი ბლინკენი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს